25 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამები - დავით სერგეენკომ გამოცდილება კოლეგებს მსოფლიოს 11 ქვეყნიდან გააცნო

საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამები - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლის შესახებაც დავით სერგეენკომ ესპანეთში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა გამოცდილება კოლეგებს მსოფლიოს 11 ქვეყნიდან გააცნო. მონაწილეებმა არაგადამდებ დაავადებებზე რეაგირების საკითხებიც განიხილეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული რეგიონული შეხვედრა გუშინ გაიხსნა და 18 აპრილს დასრულდება.

„ჯანდაცვის უწყების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც სამართლიანია ყველა მოქალაქისთვის. სისტემის კონცეფცია დამყარებულია იმაზე, რომ არც ერთი ადამიანი დარჩეს ჯანმრთელობის დაცვის გარეშე. დღევანდელი შეხვედრის მისია უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. არსებული გამოწვევები და პრობლემები შესაძლებელია ბევრ ქვეყანაში მსგავსი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ხედვების გაზიარება უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ განსაზღვროთ არსებული გამომწვევი,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები