10 დეკემბერი 2018,   13:58
ვრცლად
საპროტესტო აქცია სომხეთის დედაქალაქში - ათასობით დემონსტრანტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარქისიანის არჩევას აპროტესტებს 

საპროტესტო აქცია სომხეთის დედაქალაქში ამ დრომდე გრძელდება.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს, ამ გზით ისინი ცდილობენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარქისიანის არჩევას შეუშალონ ხელი.

კარვებია გაშლილი “საფრანგეთის” მოედანზე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა.

ახლომდებარე ქუჩებზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. უკვე მეოთხე დღეა ათასობით დემონსტრანტი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პრემიერ მინისტრის პოსტზე მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებს.

ერევნის ცენტრში სამართალდამცველებთან გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები