25 სექტემბერი 2018,   10:10
ვრცლად
იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ, საკითხის გადაფარვას ცდილობენ - ანრი ოხანაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ადრესატების მხრიდან. „ქართული ოცნება“ გიორგი აბაშიშვილის ბრალდებებს, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში, ასევე ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების მცდელობაში დაადანაშაულა, აბსურდს უწოდებს.

„ცდილობენ აბსოლუტურად გაუაზრებელი, არასწორი მესიჯები გამოაგზავნონ, თითქოსდა, საკონსტიტუციო უმრავლესობაში რაღაც ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი. ეს არის აბსურდი. საკონსტიტუციო უმრავლესობას არ სჭირდება არანაირი გარიგება რომელიმე ოპოზიცურ პარტიასთან, მით უმეტეს, „ევროპულ საქართველოსთან“. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას და შესაბამისად, იმოქმედონ თუნდაც, ვანო ზარდიაშვილის მიერ გაჟღერებული პოზიციის შესაბამისად, ისინი საკითხის სხვა თემით გადაფარვას ცდილობენ, ეს არის ძალიან ცუდი,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები