18 ივლისი 2018,   21:58
ვრცლად
"თუ ჩვენ ვიღაცა დაგვაბრალებს ალიანსს „ევროპულ საქართველოსთან", ამით ჩვენ პოლიტიკურად ვზარალდებით“ - გედევან ფოფხაძე

"თუ ჩვენ ვიღაცა დაგვაბრალებს ალიანსს „ევროპულ საქართველოსთან“, ამით ჩვენ პოლიტიკურად ვზარალდებით,“- ეს განცხადება, პარლამენტის ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში, ასევე ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების მცდელობაში დაადანაშაულა.

ელექტორალურადაც და ჩვენი პოლიტიკური საჯარო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ და „ევროპული საქართველო“ კონცეპტუალურ საკითხებზე საერთო პოზიციებს ვერ უნდა ვნახულობდეთ. ანალოგიურად ჩემნაირად, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლისთვისაც არ არის მისაღები „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანობა, აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცას უნდა „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ თავის ამომრჩეველთან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, მისთვის ეს არგუმენტი, რომ ჩვენ ერთად ვართ, ალბათ, მომგებიანია,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები