22 ივლისი 2018,   01:17
ვრცლად
აქცია „ქართუ ბანკთან“ - ამხანაგობა „ნაძალადევი 2008“ ალა კახნიაურს თაღლითობაში ადანაშაულებს

ამხანაგობა „ნაძალადევი 2008"-ის წევრები ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ იურისტს, ალა კახნიაურს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ისინი დღეს „ქართუ ბანკთან“ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, 6 წლის წინ მიწაზე, სადაც კორპუსი აშენდა, ბინები მიიღეს, თუმცა ალა კახნიაურმა თაღლითობის გზით მიისაკუთრა მიწები და ამხანაგობის წევრები ქონების გარეშე დარჩნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დავა სასამართლოში უკვე 6 წელია მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება.

აქციის მონაწილეები იურისტთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

აქციის მონაწილეებს შეუერთდა ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც „ქართუ ბანკი“, ბიძინა ივანიშვილის ბანკი, მისი პირადი იურისტი ხალხს ძარცვავს,“- განაცხადა ბესო შენგელიამ.

 

 

 

დღის ამბები