19 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
სკრიპალების საქმე და თავდასხმა სირიაში - დიდი შვიდეული რუსეთისგან ახსნა განმარტებებს ელოდება

დიდი შვიდეული რუსეთისგან ახსნა განმარტებებს ელოდება. მსოფლიოს წამყვანი 7 ქვეყანა მოუწოდებს რუსეთს პასუხი გასცეს შეკითხვებს, რომლებიც საერთაშორისო გაერთიანებას სოლსბერიში - სკრიპალებზე ქიმიურ თავდასხმასთან და სირიაში 7 აპრილს მომხდარ ქიმიურ იერიშთან დაკავშირებით აქვს.

დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადება კანადის პრემიერის კანცელარიამ გაავრცელა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა "ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებული "ნოვიჩოკის" წარმოების პროგრამა უნდა გააცნოს.

G-7-ის ჯგუფის წევრებმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის ობიექტების წინააღმდეგ - მოკავშირეების მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები დაბომბვა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც მასობრივი განადგურების იარაღის პრობლემის მოგვარების დიპლომატიური გზები ამოიწურა.

დღის ამბები