21 სექტემბერი 2018,   03:12
ვრცლად
"როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას" - GRASS-ის კვლევის შედეგები

"როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას" - ამ სახელწოდებით „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" (GRASS) კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

კვლევის ავტორები ამ სისუსტეებს შორის მიუთითებენ საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, ბორდერიზაციის პროცესს, რუსულ პროპაგანდას და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებს.

„სახელისუფლებო პარტია ერთი ადამიანის და არა იდეის ირგვლივ არსებული პოლიტიკური ერთობაა. რა თქმა უნდა, იქ არის კარგი იდეები, მაგრამ მთლიანობაში მე სისუსტეებს გამოვყოფ, ეს ასეც გახლავთ. შესაბამისად, შესაძლებელია, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ის ერთი ადამიანი რომ განერიდოს თავის პოლიტიკურ პარტიას, მაშინ რა მოუვა ამ სახელისუფლებო პარტიას, ის შეიძლება, ჩამოიშალოს,“- განაცხადა ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები