20 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
შეერთებულ შტატებში პულიცერის პრემიის ლაურეატები დაასახელეს

შეერთებულ შტატებში პულიცერის პრემიის ლაურეატები დაასახელეს. პრესტიჟული ჯილდო ორ კატეგორიაში სააგენტო როიტერს გადაეცა. საერთაშორისო მედიასაშუალება - ფილიპინების პრეზიდენტის მორჩილი "პოლიციის სიკვდილის რაზმის" მუშაობის მეთოდების მხილებისთვის და როჰინჯელი დევნილების კრიზისის გაშუქებისთვის დააჯილდოეს.

ეროვნული ჟურნალისტიკის დარგში პულიცერის პრემია "ნიუ-იორკ თაიმსმა" და "ვაშინგტონ პოსტმა" დაიმსახურეს. გავლენიანი მედია გამოცემები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გაშუქების გამო და ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის ფაქტების მხილების გამო დააჯილდოეს.

პულიცერი მუსიკის დარგში კენდრიკ ლამარს გადაეცა. 5 გრემის მფლობელი მუსიკოსი მისი ბოლო ალბომისთვის დააჯილდოეს, სადაც შესული სიმღერები აფროამერიკელი ხალხის რეალობაზე გვიამბობს.

30 წლის კენდრიკ ლამარი პირველი რეპერი გახდა, რომელსაც ჟურნალისტიკის პრესტიჟული ჯილდო მიანიჭეს.

დღის ამბები