FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის მემუარები გაყიდვაში გამოვიდა.
სკანდალური წიგნი, რომელიც FBI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დაწერა და ის უკვე მაღაზიებში იყიდება.
"სიმართლე, ტყუილი და ლიდერობა" - ასეთი სათაური შეურჩია ჯეიმს კომიმ თავის მემუარებს.
300 გვერდიან წიგნში FBI-ის ყოფილი დირექტორი დონალდ ტრამპთან პირადი ურთიერთობის გაუხმაურებელ დეტალებზე წერს.გაყიდვაში გამოსვლამდე წიგნი ბეტსელერად იქცა. ამაზონის საიტზე ჯეიმს კომის მემუარები ყველაზე მოთხოვნადი გახდა.
წინასწარი შეკვეთების რაოდენობის მიხედვით წიგნმა მე-15 ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.