23 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
"არ გიდასტურებთ მიმოწერის ნამდვილობას" - მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ისგან კითხვებზე პასუხების მიღებას ითხოვს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „შაბათის კურიერში“ გასაჯაროებულ მიმოწერაზე , სადაც გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო გუნდის ლიდერებს აკრიტიკებს, განმარტება გააკეთა. პრემიერის მესიჯში, სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძეც იყო ნახსენები.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიმოწერის ნამდვილობას არ ადასტურებს და კითხვებზე პასუხების მიღებას „რუსთავი 2"-ისგან ითხოვს.

„ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, ისევ მიწევს თქმა, რომ ეს იყო თქვენი დღის წესრიგი, რაღაცები დაალაგეთ, რაღაცების უტრირება გააკეთეს, მათ შორის, განცხადებების, ამ შემთხვევაში მე მაქვს თქვენთან კითხვა, თუ თქვენ ასე დაალაგეთ ეს მესიჯები, რომ იქ იყო მამუკა ნახსენები, რომელმაც, თითქოს, გაასაჯაროვა პრემიერის სიტყვები, რომელ სიტყვებზე იყო საუბარი, შეგიძლიათ მითხრათ? შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, მე არ გიდასტურებთ ამ მიმოწერის ნამდვილობას. თქვენ შეგიძლიათ თუ არა, მაყურებელს უთხრათ, რომელი სიტყვების გასაჯაროებაზე იყო საუბარი, მეორე - მთელი კვირის განმავლობაში ატრიალებდით, თითქოს, მდინარაძემ გააკრიტიკა პრემიერი, ასევე თქვენ უნდა გასცეთ საზოგადოებას პასუხი, სად გააკრიტიკა მდინარაძემ პრემიერი, იმიტომ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ნარატივს დებდით, რომ თითქოს, მე გავაკრიტიკე პრემიერი. პრემიერის რომელი სიტყვები გავასაჯაროვე, როდესაც თქვენ ამაზე პასუხს ვერ გასცემთ, თქვენი ინფორმაცია არ იქნება ავთენტური. თქვენ გეკითხებით იმიტომ, რომ თქვენ გაუშვით ინფორმაცია, რომელის სიმართლეს არ შეესაბამება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე დღის წინ "კურიერს" ხელში ჩაუვარდა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე შეტყობინებიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები