25 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
25 წლის ქალის მკვლელობა - ბრალდებულ ვეფხვია ბაქრაძეს და მის ნათესავს პატიმრობა შეეფარდათ

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, ბაქრაძე დამამძიმებელ გარემოებას - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ეთანხმება. 

პატიმრობა შეეფარდა თემურ ბაქრაძესაც, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

როგორც ცნობილია, გერის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ვეფხია ბაქრაძე სოფელ თელეთში ნათესავის, თემურ ბაქრაძის სახლში იმალებოდა. თავად ვეფხია ბაქრაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არ ჩაუდენია.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე და შეუფარდა პატიმრობა.

სახლიდან ამოღებული არის თხევადი ნივთიერება, ბრალდებულის განმარტებით, ეს არის ბენზინი, უნდა დაეწვა დაზარალებულის დედის ტანისამოსი.

დადგენილი, არის ის რომ მას სწორედ გარდაცვლილის მკვლელობა სურდა და წინა საღამოს მას დაემუქრა დაურეკა და უშუალოდ მას დაემუქრა,“-ამბობს პროკურორი იოსებ ხუციშვილი.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მტკიცება, რომ მას მცირეწლოვანების თანდასწრებით არ ჩაუდენია მკვლელობა სიცრუეა, რადგან მეზობლები სწორედ ქალისა და ბავშვების ყვირილის გამო შევიდნენ სახლში.

„მინდა გითხრათ , რომ მრავლობითი ჭრილობები აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოში“-ამბობს პროკურორი.

მკვლელობა ბარნოვის 77 ნომერში 13 აპრილს მოხდა. ვეფხია ბაქრაძემ 25 წლის გერი, თამარ გამრეკელაშვილი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მოკლა.

გამოძიება ბაქრაძეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, რაც  16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები