19 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
„იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი პასუხისმგებლობას იღებდეს, ჩვენ ცინიკურ დამოკიდებულებას ვხედავთ" - მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

„ქართულ ოცნებაში“ გიორგი აბაშიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს შეწყალების საკითხის გამო პასუხისმგებლობა აიღო, მან თემის გადაფარვა სცადა.

„იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებდეს, მათ შორის ბაქრაძის გათავისუფლებაზე, ასეულობით შეწყალებაზე, რომელიც მან განახორციელა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ, ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ცინიკურ დამოკიდებულებას შეწყალების ფაქტის ახსნის პროცესში და ამ ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტის გადატანის მცდელობას. ვისმენთ ათას სისულელეს ორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის წარუმატებელი მცდელობა, სხვა თემაზე გადაიტანოს ყურადღება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები