23 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
ვაცხადებთ ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებას - სომხეთში სამთავრობო შენობების ბლოკირებას იწყებენ

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უკვე 59 ადამიანია დაკავებული - პროტესტი გრძელდება.

ბლოკირებულია სამთავრობო შენობები, ოპოზიცია და ქუჩაში გამოსული ხალხი ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებას აანონსებს.

მოქალაქეები ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის, პრემიერად დამტკიცებას აპროტესტებენ. მათ ქუჩები სკამებით და ნაგვის ურნებით გადაკეტეს.

„2014 წელს კონსტიტუციის შეცვლამდე სერჟ სარქსიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი აღარ იქნებოდა. ერთი და იგივე ადამიანი ორ ვადაზე მეტ ხანს ვერც პრემიერ მინისტრი იქნება. ასე რომ სარქსიანმა მოგვატყუა. ახლა პარლამენტი ირჩევს მას პრემიერად. ხალხი ქუჩაშია. სამთავრობო შენობებთან. ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და მომავალშიც ასე იქნება. მათ ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას და ვაცხადებთ, რომ რევოლუციას ვიწყებთ“-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა დავით სარასლანიანმა.

ერევნის პარალელურად აქციები მიმდინარეობს სომხეთის სხვა დიდ ქალაქში. საპროტესტო აქციები გიუმრში, ვანაძორსა და კაპანში იმართება. 

„მთელს რესპუბლიკაში საპროტესტო აქციები და გაფიცვები მიმდინარეობს. ბლოკირებულია ქუჩები. სომხეთში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა და აქ ვაცხადებ ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ. მთელი ძალოვანი სტრუქტურები ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი ჩვენ გველოდებიან, მაგრამ სხვაგვარად მოვიქცევით ახლა მოვაწყობთ მსვლელობას და მოვახდენთ სხვა სამთავრობო უწყებების მუშაობის პარალიზებას. სადაც მიახლოებას შევძლებთ, მჯდომარე აქციებს გავმართავთ“-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი.

მოსახლეობას პროტესტის მიუხედავად ამ წუთებში პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს სადაც, პრემიერის პოსტზე სერჟ სარქისიანი უნდა დაამტკიცონ. კანდიდატმა დეპუტატებს უკვე მიმართა.

დღის ამბები