24 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

საქართველოს  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული  დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ  2.4292 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0049 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9886 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა.


დღის ამბები