25 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
ევა ლონგორიას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ევა ლონგორიას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი ბულვარში 2 634-ეა.

საზეიმო ცერემონიას დიდების ხეივანში 43 წლის მსახიობის მეგობრები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები პოპულარული ტელეშოუდან, ასევე ვიქტორია ბექჰემი, ოსკაროსანი რიზ უიზერსპუნი და მელანი გრიფიტი.

ვარსკვლავის გახნის ცერემონია ევა ლონგორიას ახალი ფილმის პრემიერას დაემთხვა. სურათში სახელწოდებით "ბორტს მიღმა" კომედიური ჟანრის ფილმია. მასში ევა ლონგორიას პარტნიორობას ანა ფერისი უწევს.

დღის ამბები