19 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
პრეზიდენტი მმართველ გუნდს და "ევროპულ საქართველოს" შეთქმულებაში ადანაშაულებს, დეპუტატები კი მარგველაშვილს გაგდადგომას ურჩევენ

სახელწიფოს მეთაურისა და მმართველი გუნდის დაპირისპირებაში ახალი ფიგურანტი ჩნდება. გიორგი მარგველაშვილის ადმინსიტრაცია ქართულ ოცნებასა და ევროპულ საქართველოს  პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

განცხადება მარგველაშვილის სახელით მისმა პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ, გააკეთა.

ჩიხრაძემ "პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის აგორებაში" მმართველი პარტია და ევროპული საქართველო  დაადანაშაულა.

ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს ფარულ ალიანსზე არსებული ეჭვები პრეზიდენტის წინააღდეგ მიტანილმა საერთო შეტევამ გაამყარა.

პრეზიდენტის სასახლეში გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი უკვე მოჰყვა.

ქართულ ოცნებაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება "პოლიტიკურ სპეკულაციად" შეაფასეს.

მმართველმა პარტიამ დღეს პრეზიდენტის შეწყალების დროს დაშვებული შეცდომების გადადგომა კიდევ ერთხელ ურჩია.

ქართულ ოცნებასთან ალიანსში ყოფნას კატეგორიულად უარყოფენ ევროპულ საქართველოში და პრეზიდენტის განცხადებას საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. 25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებაზე კი პრეზიდენტის განმარტებას "არაადეკვატურს" და "ისტერიულს" უწოდებენ.

 

 

დღის ამბები