19 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
„განუკითხაობაა ქვეყანაში“ - ხმაურიანი საპროტესტო აქცია თბილისის 109-ე ბაგა-ბაღთან

თბილისის 109-ე ბაგა-ბაღშთან ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ათობით მშობელი და ბაღის თანამშრომელი ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

„უსამართლობაა, განუკითხაობაა ქვეყანაში,“- აცხადებენ მშობლები.

რამდენიმე საათის წინ ბაღში სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე მივიდა და ადმინისტრაციას განუცხადა, რომ შენობის ავარიულობის გამო ხვალიდან აღმზრდელობითი პროცესი უნდა შეჩერდეს.

მშობლების თქმით, ცოტა ხნის წინ ბაღს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. მათ ექსპერტიზის დასკვნის სანდოობაში ეჭვი ეპარებათ და ვარაუდობენ, რომ ტერიტგორიაზე საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს.

„დღეს მოდიან და გვეუბნებიან, რომ ბაღი იკეტება. ჩვენ უკან სამსახურებია, ბავშვებთან ლუკმა-პური მოგვაქვს, ჩვენ რა ვუყოთ ბავშვებს. ნარმანია როცა იყო მერი, ლტოლვილები გაასახლეს, მაშინ არ იყო დასკვნა, რომ ეს ავარიული იყო. მგონია, რომ ის დასკვნა დადეს, რაც თვითონ უნდათ, იმიტომ, რომ გვერდზე კორპუსი შენდება და დიდი ხნის გაყიდულია ეს ფართი,“- განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

აქციაზე ვითარების დაძაბვის შემდეგ ბაღთან სამართალადმცველები, გამგებელი და პოლიტიკოსები მივიდნენ. 

დღის ამბები