25 აპრილი 2024,   13:22
ვრცლად
პრემიერის სამშვიდობო ინიციატივა - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატიური კორპუსს გააცნო

პრემიერის სამშვიდობო ინიციატივა - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

საკანონმდებლოო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას.

სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„დღეს მზარდი ბარიკადების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი ძალისხმევის მიმართვა სწორედ ხიდების მშენებლობისკენ,“- განაცხადა ციხელაშვილმა.

დღის ამბები