22 აგვისტო 2018,   06:20
ვრცლად
აქცია აგარის შაქრის დახურვის წინააღმდეგ - ქარხნის თანამშრომლებმა ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთი გადაკეტეს 

სოფელ აგარასთან ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთი ქარხნის თანამშრომლებმა გადაკეტეს.

200-მდე ადამიანი, „აგარის შაქრის“ ქარხნის დახურვას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები გამვლელებს შეძახილებით აცნობდნენ, რომ უკვე მეშვიდე თვეა, ”აგარის შაქრის” ქარხნის გაჩერებას 24 საათიან რეჟიმში აპროტესტებენ, თუმცა მათთან შესახვედრად არავინ მისულა.

რადგან მათთან არავინ მივიდა, აქციის მონაწილეები თბილისში ფეხით ჩამოსვლას და კანცელარიის შენობასთან აქციების გამართვას აპირებენ.

"ახლა მივდივართ ავტობანზე, სანამდეც შევძლებთ ვივლით, მერე 40 კაცი მიდის თბილისში ფეხით. აღარ შეგვიძლია, სამუშაოს ვითხოვთ, პარასკევს უნდა ჩავიდეთ ჩვენც“, - ამბობს ,,აგარის შაქრის“ თანამშრომელი ასმათ ღვინიაშვილი.

დღის ამბები