17 ივნისი 2019,   17:43
ვრცლად
„ის, რომ არაფერი ხდება არის ტყუილი, აზრთა სხვადასხვაობაა" - ოთარ დანელია

„ის, რომ არაფერი ხდება, არის ტყუილი, აზრთა სხვადასხვაობაა,“- ეს განცხადება, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა. 

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდში ყველაფერი დალაგდება.

„ეს ნორმალურია, თუმცა ოპოზიციისთვის, სხვა ინტერესების მქონე სუბიექტებისთვის ეს საინტერესო პროცესია და ესკალაცია ხდება. ეს გასაგებია, ოპოზიციის საქმეც ეს არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, დალაგდება, მთავარია, რომ სწორად და სწრაფად დალაგდეს,“- განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია, რომ დეპუტატებმა დაპირისპირება საზოგადოებაში საჯაროდ არ უნდა გამოიტანონ.

„ყველაფერი პიროვნული გვერდზე უნდა იყოს გადადებული და ყველამ უნდა იზრუნოს, ქვეყნისთვის რა არის უკეთესი - ამ მიმართულებით. როგორ შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას აწყენინო და ეს ქვეყნის საზიანოდ გადაიტანო. ფაქტობრივად, ხომ ასე გამოვა. ვიღაცა ვიღაცას არ მოეწონა, ვიღაცამ უმრავლესობიდან გასვლა მოინდომა, მერე ვიღაცამ თქვა, რომ ეს ცუდია იმიტომ, რომ კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენე, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები საზოგადოებაში გამოსატანი არ არის,“- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები