19 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედია და შრომითი უსაფრთხოება - შეხვედრა პრეზიდენტთან

მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედია და შრომითი უსაფრთხოების პირობები საქართველოში- ეს თემები დღეს პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილეს.

„კონკრეტულ საკითხს შევეხეთ, ეს იყო როგორც კონკრეტული შემთხვევები სამუშაო ადგილებზე. ასევე დავუშვათ შრომის ინსპექციის მიერ ასეთი შემთხვევებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმებზე ვისაუბრეთ. იმ კანონმდებლობაზე , რომელიც კიდევ უფრო დასახვეწია. იმ სამუშაოზე რომელიც ჩასატარებელია,“-განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

სპეციალისტები, უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ და კონკრეტული ინიციატივებით გამოდიან, როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოების ნორმების უფრო ეფექტურად დაცვა.

„ადამიანის სიცოცხლე მთავარი ღირებულებაა და აუცილებელია მშრომელებზე ზრუნვა. თქვენმა ქვეყანამ უამრავ პროგრესს მიაღწია, მაგრამ როდესაც მაღაროელები 21- ე საუკუნეში მუშაობენ მე-20-ე საუკუნის შუაწლების პირობებში კარგი ნამდვილად არ არის. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ტექნიკური დახმარებისთვის. მაგრამ საქართველომ უნდა გააგრძელოს საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის კონცეფციების რატიფიცირება. მივესალმებით, რომ ერთ-ერთი კონვენცია უკვე რატიფიცირებულია. მაგრამ უმნიშვნელოვანესია კიდევ ერთი კონვენცია, რომელიც სწორედ მაღაროებს ეხება,“ -განაცხადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრმა იენს ერიკ ორტიმ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები