24 მაისი 2018,   15:59
ვრცლად
მნიშვნელოვანი
აქცია თამარაშვილის ქუჩაზე - მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

თამარაშვილის 13 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე ახალი კორპუსის აშენება დაუშვებელია, რადგან ამის გამო იჭრება ხეები.  გარდა ამისა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობის გამო მათ გზის სავალი ნაწილი აღარ რჩებათ და ეს ყველაფერი ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს მშენებლობა და აღარ მოიჭრას ხეები.

აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი ლილე ლიპარტელიანი შეუერთდა. ის მხარდაჭერას უცხადებს მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებაში. 

დღის ამბები