24 აპრილი 2019,   14:59
ვრცლად
გოგაშვილის და სპეცრაზმელის უმკაცრესი ზომებით დასჯა - ეს არის მოთხოვნა - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

პანკისის ხეობის უხუცესები თბილისში - თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ხელისუფლებას კომუნიკაციის არარსებობის გამო საყვედურობენ.

ამავე პრობლემაზე პანკისის უხუცესთა საბჭო და ადგილობრივები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე საუბრობდნენ.

რეგიონში არსებული პრობლემების საჯარო განხილვას თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ესწრებოდა, რომლის თქმითაც, ამ დრომდე უცნობია მისი შვილის სიკვდილისა და სპეცოპერაციის შესახებ გამოძიების დეტალები.

მაჩალიკაშვილთან ერთად ხეობის მცხოვრებლები საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„იმ დღიდან ბრალდება წაყენებული არ ჰქონდა, ტერორისტად გამოცხადდეს და მის მერე საქმეს გრიფი დაადეს. ეს იყო საზარელი შეცდომა. გოგაშვილის და მაგ სპეცრაზმელის უმკაცრესი ზომებით დასჯა, ისე კი არა, რომ დღეს დაიჭირონ და ხვალ გაუშვან, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თემირლანის უდანაშაულობის აღიარება - ეს არის მოთხოვნა,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები