20 აპრილი 2019,   15:37
ვრცლად
"ძალიან ბევრი სისულელე თქვა" - ე.წ. პიჯაკების საქმეზე აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი დაკითხეს

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში, მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დღეს აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი დაკითხეს, რომელმაც ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დავის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით წაუყენეს.

აუდიტორი ნოდარ ვეკუა, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სხდომაზე კი განაცხადა, რომ თანხები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ნაცვლად, ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან უნდა დახარჯულიყო.

მოწმის ჩვენებას სისულელე უწოდა საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა თემურ ჯანაშიამ.

„ძალიან ბევრი სისულელე თქვა. მათშორის იყო ის, რომ თითქოს კოსტუმები პრეზიდენტის ფორმა, რომ ყოფილიყო იმ შემთხვევაში შეიძლება შეძენილიყო და ა.შ. ამა ს ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი იმიტომ რომ შემდეგ  პროცესზე მოუწევს ამ სისულელეებზე პასუხის გაცემა,“-განაცხადა თემურ ჯანაშიამ. 

დღის ამბები