23 აპრილი 2019,   17:05
ვრცლად
ორგანიზებული დანაშაულის და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა არის შს სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - მეზვრიშვილი 

საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ- ერთი დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილია, შუშანაშვილი- კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის დაჯგუფების წევრი იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. 

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სპეცოპერაცია ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიგეგმა და ჩატარდა.

მეზვრიშვილის განცხადებით, განხორციელებული დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შს სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწორედ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაა.

 „ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოხდა ე.წ. კანონიერი ქურდების დაკავება, ოთხი კანონიერი ქურდის დაკავება და მათთან ერთად 30-ზე მეტი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. ეს არის საკმაოდ წარმატებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა და ნათელი დასტური იმისა, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა არის შს სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

2006 წელს წელს კალაშოვის დაკავების შემდეგ მის ადგილმონაცვლედ კრიმინალურ სამყაროში შუშანაშვილი იგივე ლაშა რუსთავსკი დასახელდა. ამ გადაწყვეტილების გამო დაპირისპირება იყო ლაშა შუშანაშვილსა და კიდევ ერთ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს ტარიელ ონიანს შორის. ბოლოს შუშანაშვილი 2012 წელს დააკავეს, მოსკოვში. ე.წ. ქურდული სხოდკის დროს თუმცა ის გაათავისუფლეს. 2017 წელს ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტმა ლაშა შუშანაშვილი სანქციების შავ სიაში შეიყვანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები