18 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
"საინტერესოა თვითონ პრეზიდენტს რა ინფორმაცია ჰქონდა"- ეკა გიგაური სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეწყალებული პატიმარზე

„ალბათ უნდა ვიკითხოთ კომისიას რა ინფორმაცია ჰქონდა კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით,“- ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“  თავმჯდომარე, მსჯავრდებული ნიკოლოზ თავაძის საქმეს.

თავაძე პრეზიდენტმა ისე შეიწყალა, რომ ჯერ სასამართლო განხილვა დასრულებული არ არის. საქმეს ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი, სასამართლო გადაწყვეტილება ნიკოლოზ თავაძის შეთხვევაში ვერ აღსრულდება.

ეკა გიგაური ამბობს, რომ შესაძლოა შეწყალების კომისიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქმე არ არის დასრულებული და შესაბამისად მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება.

„იმიტომ, რომ თუ კომისიას ინფორმაცია არ ჰონდა იმასთან დაკავშირებით , რომ ეს საქმე არ არის დასრულებული შესაბამისად იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა,  რა გადაწყვეტილებაც მიიღო. თუმცა ჩვენ უნდა  გვახსოვდეს, რომ კომისია არ იწყალებს იწყალებს პრეზიდენტი და შესაბამისად რა თქმა უნდა საინტერესოა თვითონ პრეზიდენტს რა ინფორმაცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. აქამდე ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა მე როგორც ვიცი  თუმცა ეს სტატისტიკა თვითონ უნდა გავარკვიოთ ადმინისტრაციასთან,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნიკოლოზ თავაძე 2016 წლის 27 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარი დაჭრისთვის რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას სახელმწიფო ბრალდება გიორგი უგრეხელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მუხლი შეცვალა. დამნაშავედ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ცნო და თავისუფლება სამი წლით აღუკვეთა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები