24 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
ვახტანგ გომელაურის მოხსენება პარლამენტში - ოპოზიცია სუს-ს უნდობლობას უცხადებს

ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობას უცხადებს. დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად, ვახტანგ გომელაურმა ვერ დაარწმუნა დეპუტატები, რომ სუს-ი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ეფექტურად რეაგირებს.

სუს-ის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის თაროზე შემოდება არ გამორიცხა. გომელაური ამბობს, რომ გაუხსნელი საქმეები ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა. გომელაურის განმარტებით, სუს-ის ანგარიშში მუხთრალის საქმე სწორედ იმიტომ არ მოხვდა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

გომელაურის ამ კომენტარს წინ სხდომაზე დებატები უძღოდა, მმართველი გუნდი სხდომის დახურვას საიდუმლო ინფორმაციის მოტივით ითხოვდა და ოპოზიციას საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებდა. სხდომის დახურვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო საპარლამენტო ოპოზიცია.

მმართველი გუნდის პოზიციას ოპოზიციიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი დაეთანხმა.  

სხდომის დახურვამდე ვახტანგ გომელაურმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები