20 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
მკვლელობა კასპში - 26 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ძმამ მოკლა

კასპში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს. როგორც ცნობილია, ის გარდაცვლილი საძინებელ ოთახში იპოვეს.

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი, მოკლულის ძმაა. 

უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. ოჯახის ნაცნობები ამბობენ, რომ გუშინდლამდე ძმებს შორის კონფლიქტი არ შეუნიშნავთ, თუმცა გუშინ მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძმამ საკუთარი ძმა მძინარე მოკლა.

როგორც შს სამინისტროდან „რუსთავი2“-ს განუცხადეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია ცხელ კვალზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები