მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმარ ზაზა სამხარაძის საქმე გადაისინჯება.
განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მოქალაქე გიორგი კუპრეიშვილის მიმართაც იქნა მიღებული.
ერთი მსჯავრდებულის მიმართ კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
ამასთან, სასამართლომ 2007 წლის ნოემბრის აქციების მონაწილე იოსებ ჯანდიერის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.