25 აპრილი 2024,   16:17
ვრცლად
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა - „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დებატების გამართვას ითხოვს

საკანონმდებლო ორგანოში „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სესიაზე დებატები გაიმართოს.

ოპოზიციას აინტერესებს თუ რა ნაწილში აქვს ხელისუფლებას ჩავარდნა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში მოსახლეობისთვის უდიდესი პრობლემაა. 

ერთი მხრივ, ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მზადყოფნას, რომ ფაროსანას შეებრძოლოს და ის დამატებით პრობლემა მოაგვაროს, რომელიც საქართველოში 10 ათასობით გაუჩნდა. მეორე მხრივ, მოსახლეობა არის სრულიად არაინფორმირებული, რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა ებრძოლონ ფაროსანას. ამიტომ პოლიტიკური დებატი არ არის აუცილებელი იყოს ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე, თანამდებობასა და სკამებზე. პოლიტიკური დებატი უნდა იყოს იმ თემაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს. დღეს ფაროსანას პრობლემა ნამდვილად აწუხებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები