20 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
სკრიპალების საქმე - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა იულია სკრიპალის გადაადგილების ამსახველი ვიდეო გაავრცელა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სკრიპალების მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა. უწყებამ შერემეტევოს აეროპორტში გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ლონდონში გამგზავრებამდე იულია სკრიპალის გადაადგილებაა ასახული.

საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მათ რეისის ყველა მგზავრის ვინაობა დაადგინეს და მოწამვლის ნიშნები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ლონდონი სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით მტკიცებულებების განადგურებაში დაადანაშაულა. განცხადება პრესკონფერენციაზე მარია ზახაროვამ გააკეთა.

დღის ამბები