19 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს ხელს აფარებს 

"არანორმალურად არასანდოა ბრალდების მხარის მტკიცებულება,“ - ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გააკეთა.

ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმის მოწმეებზე საგამოძიებო უწყების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

უფლებადამცველის თქმით

„ჩვენი აზრით, საგამოძიებო ორგანომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს არის ზეწოლა, ვიღაც პირების დაინტერესება, ზეგავლენის მოხდენა, არ გამოიძია საქმე სრულყოფილად, ობიექტურად და არასწორად გამოძიებული საქმე წავიდა არსებითად განსახილველად.

"სწორედ ამიტომ, ჩავარდა უკვე ბრალდების მხარე უხერხულ მდგომარეობაში სასამართლო სხდომებზე და ფაქტობრივად, ყველა მოწმის დაკითხვის დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ არანორმალურად არასანდოა ბრალდების მხარის მტკიცებულება. ბრალდების მხარის პოზიცია ძალიან შორს დგას სიმართლისაგან და კონკრეტული პირების მიმართ, ხდება ის, რომ საგამოძიებო ორგანო სხვადასხვა, ასევე პირები აფარებენ ხელს და არ უნდათ მათი პასუხისგებაში მიცემა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცესზე ექიმი და გენეტიკური ექსპერტი დაიკითხნენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები