25 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. ქუჩაზე განახლდება გზის საფარი და შეიცვლება ასევე საკომუნიკაციო ქსელი.  

პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარამდეა და მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება.

„პეტრიწის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, სადაც კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვლება, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდება. ვაპირებთ ასევე ბარათაშვილის აღმართის სრულ რეაბილიტაციას. მალე დავიწყებთ ვაშლიჯვრის გადასასვლელი ესტაკადის მშენებლობასაც. ასევე, დაგეგმილი გვაქვს კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები