20 აგვისტო 2018,   11:01
ვრცლად
„ქართულ ოცნებაში“ კონფლიქტი გამწვავდა - თანაგუნდელები ერთმანეთს „მაუგლის“ პერსონაჟს ადარებენ

„ქართულ ოცნებაში“ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თანაგუნდელებში „მაუგლის“ პერსონაჟებს ხედავს. დავით ჭიჭინაძეს "აკელა" გია ვოლსკის განცხადებების საპასუხოდ გაახსენდა, რომელმაც ჭიჭინაძეს გამონათქვამები დაუწუნა.

გარდა ამისა, თანაგუნდელებმა კამერების წინ ერთმანეთს ასაკი, ეთიკა, წარსული და მეზობლებთან ურთიერთობა შეახსენეს.

დაპირისპირების პარალელურად, ჭიანურდება პარტიული სხდომის ჩატარება. არაერთხელ დაანონსებული შეხვედრა გაურკვეველი დროით გადადებულია.

სხდომის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად შეხვედრის დამსწრეების ვინაობის დადგენაც იქცა. უმრავლესობის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ურთიერთობის გარკვევას პარტიის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი და დამფუძნებელი - ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაესწროს.

ნაწილი კი მმართველი გუნდის მთავარ შეხვედრაზე კვირიკაშვილის ადგილს ვერ ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის აზრით, შეხვედრას მხოლოდ საპარლამენტო გუნდი უნდა დაესწროს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები