20 აგვისტო 2018,   18:49
ვრცლად
პატიმრების შეწყალების მექანიზმი და პროცედურა შესაძლოა შეიცვალოს - კომისიას სავარაუდოდ, ახალი წევრი დაემატება

შეწყალების კომისიას სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების სამინისტროდან ახალი წევრი დაემატება. გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა და კახი კახიშვილმა მიიღეს.

შეწყალების კომისიის წევრები დღემდე მსჯავრდებულთა საქმეებს მათთან გასაუბრების გარეშე განიხილავდნენ. პრეზიდენტის სასახლეში 13 კაციანი კომისია დადებით რეკომენდაციას ხმათა უმრავლესობით გასცემდა.

შეწყალების კომისიის წევრები სავარაუდოდ, საქმეების ზეპირი განხილვის პარალელურად, უკვე ციხეში შესვლას და პატიმრებთან პირადად გასაუბრებას შეძლებენ.

როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა შეწყალების კომისიამ, ამ თემაზე სასაუბროდ სასჯელაღსრულების მინისტრი კომისიის წევრებს შეხვდა. ერთ საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავის მხრივ საკუთარ პასუხიმგებლობას არ გაურბის. უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემა იყო, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მომხრეა, რომ შეწყალების ჯგუფში სასჯელაღსრულების სამინისტროც ჩაერთოს.

შეწყალების კომისიაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვა არ მოსწონს „ევროპულ საქართველოს“. ოთარ კახიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტთან არსებული ჯგუფი ე.წ. უდოს კომისიას დაემსგავსება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამ ინიციატივის წინააღმდეგები არ არიან.

დღის ამბები