23 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
მეხანძრე-მაშველებმა მეიდანზე, რესტორან "მაჭახელაში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს

მეხანძრე-მაშველებმა მეიდანზე, რესტორან "მაჭახელაში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის კერების დაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძარი დაახლოებით 40 წუთის წინ გაჩნდა. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

დაშავებული არავინ არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი რესტორნის სხვენს მოედო.

მაშველებმა რესტორანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. 

დღის ამბები