23 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
 ხანძარი მეიდანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ - ცეცხლის ლიკვიდირება გვიან ღამით მოხერხდა

თბილისში, მეიდანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა, გვიან ღამით მოხერხდა. ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შენობის სახურავს გაუჩნდა, სადაც საწყობი იყო განთავსებული, თუმცა მიზეზი უცნობია.

რესტორნის დირექტორის მტკიცებით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.  ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამწოვი მილი გახდა.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით გაითიშა ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მაშველებმა რესტორანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია დროულად მოახდინეს.

სასხვენო გადახურვა იწვოდა დაახლოებით 150 კვ.მ -ზე, რასაც გამოიყენებდნენ სასაწყობედ. ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 14 ავტოცისტერნა, 2 სამაშველო, ორი ავტო კიბე, აქედან 60-მდე მეხანძრე-მაშველი. სავარაუდო გამომწვევ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ იქიდან გამომდინარე, რომ მაგას გამოძიება დაადგენს და ექსპერტიზა,“-აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ანდრე ქუჯაიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები