25 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
"ვირეშმაკობას აქვს ადგილი" - ოპოზიცია პრეზიდენტს პარტიების დაფინანსების საკითხზე ვეტოს გამოყენებას სთხოვს

პარტიების დაფინანსების საკითხზე პრეზიდენტს ოპოზიცია ვეტოს გამოყენებას სთხოვს.

საუბარია, ორი დღის წინ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონზე, რომელიც "მრეწველებს" დაფინანსებას თითქმის უორმაგებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცვლილება სატელიტ პარტიებზეა მორგებული და ის სპეციალურად მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის არის გათვლილი.

მათივე განმარტებით, სიახლის მიზეზად მმართველი პარტიის მხრიდან ფორმალურად მრავალპარტიული პარლამენტის შენარჩუნება სახელდება.

„ეს ცვლილებები გათვლილია „ქართული ოცნების“ სატელიტებისთვის სოლიდური დაფინანსების ჩუქებისთვის.

ეს იმდენად დიდი პოლიტიკური უტიფრობა და აფერისტობაა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ვთვლით, რომ პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს, თუნდაც იმიტომ რომ საზოგადოებამ ვეტოს პროცესში მსჯელობისას კარგად გაიგოს, რა ვირეშმაკობას აქვს ადგილი "ქართული ოცნების" მხრიდან,“-აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი.

დღის ამბები