25 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
აქცია და დაპირისპირება პარიზში - დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს

საპროტესტო აქცია პარიზში სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა.

საფრანგეთის დედაქალაქში მომიტინგეები ხელისუფლების მიერ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი რეფორმების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.

შეკრებილები ემანუელ მაკრონის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. პარიზის გარდა დემონსტრაციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

დღის ამბები