25 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
მურთაზ ზოდელავა სოფელ ინგირში მცხოვრებ ღაჭავების ოჯახს შეხვდა 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მცხოვრები ღაჭავების ოჯახი ოთხი წელია, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გამო, სოციალური დახმარებით ვეღარ სარგებლობს. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.

მათთან „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა იმყოფებოდა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაინტერესდეს ოჯახის მდგომარეობით და დაეხმაროს.

„ბიძინას ხე რომ მოუნდება, მაშინ შეიკრიბებიან, უცებ გამოაცხობენ საკრებულოს დადგენილებას და თქვენთვის განკუთვნილ თანხებს ამ ხეების გათრევაში ხარჯავენ,“- აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები