20 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
ერევანში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება - დაკავებულია 37 აქტივისტი

ერევანში საპროტესტო მსვლელობები გრძელდება. დემონსტრანტები კვლავ ქალაქის ცენტრალური გზების გადაკეტვას ცდილობენ. სამართალდამცველები კი მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. დაკავებულია 37 აქტივისტი. სამთავრობო შენობებთან სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ სურს ძალისმიერ მეთოდებს მიმართოს, თუმცა მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს.

ოპოზიცია სწორედ სარქისიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას ეწინააღმდეგება და მას ძალაუფლების უზურპირებაში ადანაშაულებს.

„სომხეთში უკმაყოფილების გამოხატვისთვის დაბრკოლება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავს აქციებს ძალადობრივი ხასიათი აქვს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა თავშეკავება გამოიჩინეს. მე არ მინდა, რომ ისინი იძულებული გახდნენ, ძალა გამოიყენონ. მაგრამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ისეთი განწყობა, თითქოს, ყველაფერი დასაშვებია. თუ რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი გადადის მშვიდობიანი აქციის წესებით გათვალისწინებულ ზღვარს და არღვევს სხვის უფლებებს , ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ეშინოდეთ მშობლებს ბავშვების სკოლაში გაშვების მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნა უნდა,“- განაცხადა სერჟ სარქისიანმა.

დღის ამბები