25 ივნისი 2018,   02:05
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე - სახალხო დამცველი ევროსასამართლოს თავის მოსაზრებას დადგენილ ვადებში წარუდგენს

„სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ ვადებში წარუდგენს თავის მოსაზრებას, როგორც ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე, ასევე დროებით ღონისძიების გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით,“- ეს განცხადება ომბუდსმენმა, „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ხელისუფლება ევროსასამართლოს სთხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცეს.

ომბუდსმენმა საჯარო განცხადებისგან თავი შეიკავა, ვინაიდან ევროსასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის განხილვაში სახალხო დამცველი მეგობრის სტატუსით ერთვება.

„გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს ახლა უწევს, წარადგინოს სასამართლო მეგობრის მოსაზრება სასამართლოში, ამ ეტაპზე საჯარო განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ,“- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები