26 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
"რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლოსადმი მიმართვას მთავრობამ "ევროპული საქართველოს" განცხადება დაურთო - პარტიაში განმარტება გაკეთდა

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლების წერილს  ეხმაურება, რომლითაც მთავრობა ევროსასამართლოს სთხოვს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. 

პარტია იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ მიმართვაში „ევროპული საქართველოს“ განცხადების მოშველიებასაც აფასებს, სადაც პარტია სამაუწყებლო კომპანიას ტყუილში ადანაშაულებდა.  

სერგი კაპანაძის აზრით, ის თუ რომელ განცხადებას მოიყვანდა საქართველოს ხელისუფლება არგუმენტად, არაფერს ცვლის.

ოპოზიციის წარმომადგენელი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გამო მისი მფლობელი უნდა შეიცვალოს.

„ის ცდილობს, დაამტკიცოს თავისი მოსაზრება, რომ სარედაქციო პოლიტიკის გამო უნდა შეეცვალოს მფლობელი. ეს არის არასწორი მოსაზრება. ამის გასამაგრებლად იშველიებს მარტო ჩვენს განცხადებებს კი არა, ასევე სხვა განცხადებებსაც, მათ შორის გვარამიას განცხადებებსაც, რომელიც, მისი აზრით, ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2-ს“ კონკრეტული სარედაქციო პოლიტიკა. ამიტომ, მოშველიებაში კი არ არის აზრი, არაფერს ცვლის ეს მოშველიება, შეიძლება, მოეშველიებინათ ბევრი სხვა განცხადება. რაც უფრო მეტად გააძლიერებს ამ თავის პოზიციას, რომ სარედაქციო პოლიტიკის გამო უნდა შეეცვალოს მფლობელი, მით უფრო მეტად დამარცხდება სტრასბურგში,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხელისუფლების აზრით, „რუსთავი 2“ სასამართლოზე ზეწოლას ახდენს, არგუმენტად კი „ევროპული საქართველოს“ განცხადება მოიყვანა, სადაც პარტია „რუსთავი 2-ს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე მიუთითებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები