17 აგვისტო 2018,   17:12
ვრცლად
ივანიშვილსა და ბოკერიას შორის გარიგება შედგა - ნინო ბურჯანაძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე მთავრობის მიერ სტრასბურგისთვის გაგზავნილ მიმართვაზე საუბრობს

ნინო ბურჯანაძე მთავრობის მიერ ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში „ევროპული საქართველოს“ განცხადების არგუმენტად მოყვანას ეხმაურება, სადაც პარტიამ „რუსთავი 2“ ტყუილში დაადანაშაულა.

„დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას შორის გარიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიის განცხადების წერილში მოშველიება სწორედ ამ გარიგებას ადასტურებს. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ამ ნაბიჯს „უსუსურს“ უწოდებს.

„ძალიან ნათელი მაგალითია იმ გარიგების, რომელზეც მე ვლაპარაკობდი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ივანიშვილსა და ბოკერიას შორის ის განცხადება, რომ ბოკერიასი და მისი პარტიის სიტყვები „რუსთავი 2-ის“ საწინააღმდეგო განცხადებაში მთავარ არგუმენტად მოიყვანეს. ეს ძალიან უგუნური გადაწყვეტილებაა და ნათლად აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას, არაკომპეტენუტორობას, იმას, რომ ივანიშვილსა და ბოკერიას შორის გარიგება შედგა და კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ მოგწონს თუ არა „რუსთავი 2“მ „რუსთავი 2“ უნდა არსებობდეს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, ხელისუფლებას სურს, რომ კრიტიკული მედიასაშუალება ხელში ჩაიგდოს და ამის გამო მიმართა ევროსასამართლოს, რომ დროებითი ღონისძიება გააუქმოს და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცეს.

„ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებს და გამალებული ებრძვის ყველას, ვინც მისი კონტროლის ქვეშ არ არის,“- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები