24 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
თბილისის ღამის ეკონომიკის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერმა დედაქალაქის ღამის განვითარების პროექტი წარადგინა. კახა კალაძემ და პროქტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ ღამის ცხოვრების ეკონომიკის კონცეფციასა და უახლეს სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანია ჩართულობა. როცა ვსაუბრობთ, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, აქ საუბარია, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით, ამაში სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. ბიზნესის თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი საღამოს 8 საათიდან დილამდე თბილისში ნებისმიერ აქტივობას გულისხმობს, რომელშიც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სარესტორნო, სასტუმროების ბიზნესი, კულტურული ინდუსტრია, ვაჭრობა და კიდევ რამდენიმე მიმართულება ერთიანდება.

„ტრანსპორტი და კომუნიკაციის სექტორი, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი იქნება ღამის ეკონომიკაში. კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია, სპორტის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის შეიძლება უცხო იყოს, მაგრამ სპორტული ღონისძიებებიც არის შესაძლებელი, რომ ღამის პერიოდში იყოს,“- განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

დღის ამბები