18 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
"მრეწველებისთვის" ქმნიან სასათბურე პირობებს, რომლებსაც უნდა გადაერჩინათ თურმე მრეწველობა და გადაარჩინეს საკუთარი ქისა"-შალვა ნათელაშვილი

პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი, რომელიც უპერსპექტივო პარტიებს  სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას აძლევს „მრეწველებისთვის“ მიიღეს. ამის შესახებ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გააკეთა. შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ პარტიას მმართველმა გუნდმა სასათბურე პირობები შეუქმნა.

„პირველი მერცხალი აღმოჩნდა ძველი, წითელი, ყაჩაღი დირექტორები მრეწველების სახით.  რომლებიც მოვიდნენ პოლიტიკაში 20 წლის უკან, როგორც მილიონერები და დღეს უკვე არიან მილიარდერები და სწორედ, მათთვის ქმნის სასათბურე პირობებს სამომავლოდ, რათა ჩვენმა ბიუჯეტმა შეინახოს აი ეს მძარცველთა ჯგუფი  მრეწველების სახით, რომლებსაც უნდა გადაერჩინათ თურმე მრეწველობა და საქართველო და გადაარჩინეს საკუთარი ქისა და საბანკო ანგარიშები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

უმრავლესობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები, რომელიც  პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანულ კანონში შევიდა, ბიუჯეტიდან სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს იმ პარტიებისთვისაც, რომლებიც 3 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ. ასეთ პარტიებს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობა გარანტირებულად უხანგძლივდებათ 2024 წლამდე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები