26 მაისი 2018,   05:58
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა.

მათ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა ბრალდებათ. გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულები წყალტუბოს მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ და წინასწარ თანხმდებოდნენ, რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში.

"აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას, ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. შედეგად, არსებითად დაირღვევა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე"- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა.

დღის ამბები