20 აგვისტო 2018,   18:46
ვრცლად
"დაფინანსებას მიიღებს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის შემთხვევაში პარტია, თუ ის შეძლებს ფრაქციის შექმნას"-სიმონ ნოზაძე

მმართველი გუნდი არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ ცვლილება ორგანულ კანონში „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიების დაფინანსებისთვის იქნა მიღებული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ ამ კანონით სამართლიანობა აღდგა.

„რაკიღა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და  პროპორციული საარჩევნო სისტემა თანაბარ უფლებიანები არიან, ახლა დაფინანსებას მიიღებს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის შემთხვევაში პარტია, თუ კი ეს დეპუტატი შეძლებს ფრაქციის შექმნას,“-განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ოპოზიციას არ ეთანხმება მამუკა მდინარაძეც. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წარმოადგინა მრეწველთა პარტიის წარმომადგენელმა იყო მისაღები.

უმრავლესობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები, რომელიც  პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანულ კანონში შევიდა, ბიუჯეტიდან სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს იმ პარტიებისთვისაც, რომლებიც 3 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ. ასეთ პარტიებს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობა გარანტირებულად უხანგძლივდებათ 2024 წლამდე.

ამავე თემაზე
დღის ამბები