20 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
პალესტინელების აქცია ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეტაკებაში გადაიზარდა

ისრაელ-პალესტინის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

პალესტინელების აქცია ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ბოლო მონაცემით ორი დემონსტრანტი დაიღუპა. საპროტესტო აქცია ღაზისა და ისრაელის საზღვართან ერთი თვეა, ყოველი კვირის ბოლოს იმართება.

დღეს დემონსტრანტებმა ღობეზე გადასვლა სცადეს, რის გამოც სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. არიან დაშავებულებიც. პალესტინელები ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიებს დაბრუნებას მოითხოვენ.

მასშტაბური აქციები საზღვართან მათ 30 მარტს დაიწყეს და 15 მაისს ასრულებენ.

დღის ამბები