18 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
გზავნილი სტრასბურგში - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ხალვაშისთვის გადაცემას ითხოვს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგს სთოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დაუყოვნებლივ ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გაუქმებაა. გზავნილი სტრასბურგიდან „რუსთავი 2-ის“ იურისტებმა გუშინ ღამით მიიღეს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისთვის ხელისუფლების მოთხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მთავრობა ახლა ყველაზე მეტად დამოუკიდებელ ტელეარხზე მფლობელის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ჩქარობს.

ოპოზიცია ვარაუდობს რომ  საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ყველაზე კრიტიკული მედიის განეიტრალებას ცდილობს. მათი განცხადებით, სტრასბურგისთვის გაგზავნილ დოკუმენტებს მარტივად იკითხება ხელისუფლების ფარული პოლიტიკური ზრახვები.

მთავრობის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ მოსაზრებებში „ევროპული საქართველოს“ განცხადებაც მოხვდა, სადაც პარტია „რუსთავი 2"-ს ტყუილში ადანაშაულებდა. იმის დასადასტურებლად, რომ სამაუწყებლო კომპანია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, იუსტიციის სამინისტრომ სწორედ „ევროპული საქართველოს“ განცხადება გამოიყენა. არგუმენტებს შორისაა „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლის, აკაკი გოგიჩაიშვილის Facebook სტატუსიც, რომლითაც ის ნიკა გვარამიას ზეწოლაში ადანაშაულებდა.

„რუსთავი 2"-ის იურისტები სტრასბურგში გასაგზავნ პასუხებს ამზადებენ. სამაუწყებლო კომპანიის მოსაზრებები ევროპულ სასამართლოში 30 მაისამდე გაიგზავნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები